მაისში საქართველოში, შესაძლოა, მერაია ქერის კონცერტი გაიმართოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, Check in Georgia-ს ფარგლებში, შესაძლოა, მერაია ქერის კონცერტი გაიმართოს. როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, დაზუსტებული ინფორმაცია მის კონცერტთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი:

“რაც შეეხება Check in Georgia-ს, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ პროგრამას Black Sea Arena-ს ბაზაზე. არის ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა, მერაია ქერი ჩამოვიდეს და მაისში გამართოს კონცერტი. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და როგორც კი დადასტურდება, შეგატყობინებთ,”-აცხადებს ქობულია.