სიმაღლეში ზრდის შეფერხება და სამიზნე სიმაღლის მიღწევის გზები

ხდება ისეც, რომ ბავშვს მოვლილი აქვს თითქმის ყველა კლინიკა, ნანახია უამრავი ექიმის მიერ და ბოლოს ხვდება იმ ექიმთან და იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, რომელიც ზუსტად ამ პრობლემებზე მუშაობს და შედეგებიც მიღწეული აქვს.  სწორედ ამიტომ ზრდა-განვითარების პროცესსა და პათოლოგიებზე მივმართეთ კლინიკა „მედსი“-ს  ენდოკრინოლოგს, “ზრდის ცენტრის” ხელმძღვანელს  მაია რეხვიაშვილს.

 

-ქალბატონო მაია, რას გულისხმობს ფიზიკური და სქესობრივი ჩამორჩენა?

-ჯანმრთელი ბავშვის ფიზიკური განვითარება  ხასიათდება ნორმალური  zრდით. იგი ორგანოთა სისტემების ურთიერთკოორდინირებული ფუნქციონირების  შედეგია, რომელიც  განაპირობებს ძვლების ხაზოვან ზრდას (სიგრძეში) და ადვილად შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა ავადმყოფობებისა და არასახარბიელო ფაქტორების ზეგავლენით.

ზრდაში ჩამორჩენის მიზეზები ძალიან მრავალფეროვანია. ნორმალური ფიზიკური განვითარების  პროცესის დარღვევა შეიძლება უკავშირდებოდეს

ეს ჩამონათვალი შეიძლება ორ ძირითად  ჯგუფად დავყოთ: პათოლოგიური ანუ ავადმყოფობით გამოწვეული და არაპათოლოგიური მიზეზებით გამოწვეული ზრდაში ჩამორჩენა.


-რამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეჩერება?

-ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, მაგ. როგორიცაა ზრდის ჰორმონის დეფიციტი, ტერნერის სინდრომი და სხვა  ქრომოსომული დარღვევებით  მიმდინარე დაავადებები. მაგ. საშვილოსნოს შიდა განვითარების შეფერხება.

ჩვენი მუშაობის მიზანი სწორედ ის არის, რომ დროულად იყოს აღმოჩენილი პრობლემა და დაისვას დიაგნოზი, რათა შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს კომპლექსურად, როგორც სამედიცინო,  ასევე რეაბილიტაციური და ფსიქოლოგიური კუთხით


-რა ასაკში იჩენს უფრო მეტად თავს ეს პათოლოგია?—

-თითქმის ყველა ასაკში, მაგრამ გამოვარჩევდი რამოდენიმე ასაკობრივ ჯგუფს: 3-4 წლის ასაკის ბავშვები, რომლების უკვე ახალშობილობის პერიოდიდან  ჩამორჩებოდნენ თავის თანატოლებს (დაბადების მასა 2500 გრამზე ნაკლები). გარდა ამისა, საკმაოდ ხშირია 6 წლის ასაკის  ბავშვთა კონტიგენტი, მათი ჩამორჩენა თვალში საცემია სკოლაში შესვლის დროს და ბოლოს, სქესობრივი გარდატეხის პერიოდი, როდესაც თანატოლებთან შედარებით იგვიანებს  მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. ეს არის 12-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი  M


-რა გარემოებები შეიძლება იყოს ამ დაავადების განმაპირობებელი?

-სიმაღლეში ზრდა ბავშვთა და  მოზარდთა ნორმალური ფიზიკური  განვითარების ინდიკატორია. ბავშვთა ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება საკმაოდ ხშირად გვხვდება ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში. ზრდაში ჩამორჩენა ასევე  სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებათა  მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ასეთებია: საკვების მონელება-შეწოვის დარღვევებით მიმდინარე ავადმყოფობები, გენეტიკური დარღვევები, ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ქრონიკული უკმარისობა და ა.შ. ასე, რომ ზრდის შეფერხება მიუთითებს, რომ ორგანიზმი იმყოფებოდა ან იმყოფება არახელსაყრელ პირობებში ინდივიდუალური განვითარების რომელიღაც ეტაპზე დაწყებული ჯერ კიდევ საშვილოსნოს შიდა განვითარების პერიოდიდან – დედის ქრონიკული დაავადებები, დედის არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლის ან ნიკოტინის გამოყენება ორსულობის დროს, სამშობიარო გზებში განვითარებული ნაყოფის ტრავმული დაზიანებები და ა.შ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს   ფსიქო-სოციალური  პრობლემებით გამოწვეულ ზრდაში ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი იყოს ის გარემო და ურთიერთობები, რომელშიც ბავშვი იზრდება – დედისა და ბავშვის, ბავშვისა და ოჯახის და ა.შ.


-ჩამორჩენის ნიშნების გამოვლენისთანავე როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

-არსებობს მრავალი სიმპტომი, რომელთა შენიშვნის შემდეგაც ბავშვმა უნდა გაიაროს პედიატრის ან პედიატრ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და თუ საჭიროა ასევე სპეციალური ლაბორატორიული თუ სხვა პარაკლინიკური გამოკვლევები. ესენია: ზრდის შეფერხება, ჭარბი წონა, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების დაგვიანება. უმჯობესია, რომ აღნიშნულ სიმპტომებს გამოჩენისთანავე მიექცეს სათანადო ყურადღება, რადგან დროული სამედიცინო ჩარევა ნაკლებ პრობლემებს უქმნის ბავშვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საბოლოო კარგი შედეგისთვისაც მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს.


-თქვენთან რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა და მკურნალობის პროცესი?

-როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი მიზანი ჩვენი მუშაობის არის დროული დიაგნოსტიკა და ზრდაში ჩამორჩენის მიზეზების სწორად შეფასება. ვინაიდან ნებისმიერ დაავადებას მაგალითად რევმატოიდულ ართრიტს თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, ცელიაკიას, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებასაც კი შეიძლება თან ახლდეს ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა. მას შემდეგ, რაც შესაბამისი კვლევებით დადასტურდება ზრდის ჰორმონის დეფიციტი და ტერნერის სინდრომი, დაინიშნება ზრდის ჰორმონით მკურნალობა, რაც სახელმწიფო პროგრამით  ფინანსდება და არის უფასო ასეთი პაციენტებისათვის. მკურნალობა ტარდება სამიზნე სიმაღლის მიღწევამდე, სამიზნე სიმაღოლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება და დოზირება ინიშნება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.


–სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობა თანადაფინანსებას ნიშნავს თუ სრულ დაფინანსებას?

-საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ ფინანსდება იშვიათ დაავადებათა მკურნალობა და მათ შორის არის ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის დიაგნოზის მქონე ბავშვთა უფასო მედიკამენტური და მაბულატორიული მომსახურება. აღნიშნული პროგრამა ვრცელდება უკვე დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებზე. ასე, რომ დიაგნოზის დასმისათვის საჭირო თანხები პაციენტის გადასახდელია, ხოლო დადასტურების შემდეგ მათ მკურნალობას და ამბულატორიულ მეთვალყურეობას სახელმწიფო უზრუნველჰყოფს.


-რას ურჩევთ მშობლებს მსგავსი პრობლემის პრევენციისთვის?

-მშობლებს ვურჩევ, რომ ისარგებლონ სახელმწიფო საყოველთაო პროგრამებით, რაც საშუალებას აძლევს 6 წლამდე ბავშვებს უფასოდ და 6 წლის ზევით ნაწილობრივი თანადაფინანსებით ჩაიტარონ სხვადასხა სპეციალისტის და ასევე პედიატრის კონსულტაციები, აღნიშნულ კონსულტაციებზე მოხდება ბავშვის ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეფასება, რაც პრობლემის დროული გადაწყვეტის საწინდარი გახდება.

საკონტაქტო ინფორმაცია: https://www.facebook.com/pages/Medsi/160894063987064?ref=hl ქიაჩელის 18, 2 14 57 57 რუსთავის გზატკეცილი 19/4; ტელეფონი: 2 18-15 40 მობილური 568 315 353


კლინიკა “მედსი“ გთავაზობთ

ბავშვებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული კვლევა ( პედიატრის, ბავშვთა ნევროპათოლოგის, ბავშვთა ოფთალმოლოგის ორთოპედის, რეაბილიტოლოგის კონსულტაცია, პერიმეტრია,სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ჭიის კვერცხებზე კვლევა)

საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:

ასაკობრივი პაკეტი   177  ლარის ნაცვლად  34  ლარი

საბაზისო პაკეტი  177  ლარის ნაცვლად  58  ლარი

დაზღვევის გარეშე – 305 ლარის ნაცვლად 125  ლარი