თბილისში, 147-ე სკოლაში ბომბის საშიშროების გამო ევაკუაცია მოხდა

თბილისში, 147 სკოლაში ბომბის საშიშროების გამო ევაკუაცია მოხდა. ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე სკოლის შენობაში გამნაღმველები მუშაობენ. მათივე ცნობით, ბომბის არსებობა სკოლაში ჯერჯერობით არ დასტურდება.

სკოლაში ბომბის შესახებ შეტყობინება ტელეფონით მოხდა.