მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. როგორც ცხინვალში მიიჩნევენ, ერთობლივი საბაჟო კონტროლი გაამარტივებს რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთის პროცედურას და შეამცირებს საქონლის საბაჟო გაფორმების ვადებს.
|
|||
როგორც ცხინვალის მხარის წარმომადგენელი, მურატ ცხოვრებოვი აცხადებს, იგეგმება ამჟამად ჯავის რაიონში არსებული საბაჟო პოსტის გადატანა ქვემო ზარამაგში, ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც განთავსებულია რუსეთის ფედერაციის საბაჟო პუნქტი.