გამოძიების ინფორმაციით, დავით თაბაგარმა, ამირან ცინაძემ და მოჰამად რეზა ჯალალმა იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხა არ გადაეხადათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ და ხადაზმული ასაკის მქონე პირებს სხვადასხვა შპს დააფუძნებინეს.
საგამოძებო სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული შპს-ები საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნარონი არიან და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით სცადეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისება.
გამოძიების ცნობით, აღნიშნული საწარმოების სახელით, ირანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანეს დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტი ბიტუმი. საქონლის განბაჟებიდან კანონით დადგენილი ვადის, 5 დღის გასვლის მიუხედავად, პირებმა არ გადაიხადეს იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 345 774 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად აქტიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
