საარჩევნო სისტემის ცვლილებების ოპოზიციური საინიციატივო ჯგუფი 24 წევრისგან შედგება

არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის მიზნით, ოპოზიციამ საინიციატივო ჯგუფი შექმნა.

როგორც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

საინიციატივო ჯგუფში შედიან:

ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების შესახებ დღეს, 30 იანვარს განაცხადა. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, ოპოზიცია 200 000-ზე მეტი ან მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს.