ყაზტრანსგაზის დირექტორი სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გადადგა

ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ყაზტრანგაზ-თბილისის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ ინარჩუნებს.

მამუკა კობახიძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ.

ყაზტრანგაზის დირექტოირის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა გაავრცელა. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, მამუკა კობახიძის ადგილს გიორგი შარკოვი დაიკავებს.

ვრცლად:

კლავსტრანგაზი! – ელისაშვილის აქცია ყაზტრანგაზის ოფისთან [ვიდეო]