ეჩანოვემ განაცხადა, რომ იგი ვერ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას 7 მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ:
“ჩვენი საქმე არ არის, თუ ვინ იქნება მთავრობის წევრი, ეს საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა. 18 თვის განმავლობაში დავით კირვალიძე და შემდეგ შალვა ფიფია, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აკეთებდნენ ყველაფერს, [იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით], რაც ქვეყანას ჰქონდა აღებული ევროკავშირის წინაშე. სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომ პროგრესი უცებ იყოს შემჩნეული, ამას სჭირდება დრო, რომ შედეგი დავინახოთ”, – განაცხადა მან.
“მოვუწოდებ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თუ ახალ მინისტრს, ვინც ამ თანამდბეობაზე დაინიშნება, რომ შეინარჩუნოს ის ხედვა და პოლიტიკა, რაც სამინისტროს აქვს. ეს არის ვალდებულება ევროკავშირის წინაშე, ჩვენ აქ იმისთვის ვმუშოაბთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ ამ ვალდებულებების შესრულებაში”, – განაცხადა ეჩანოვემ.
ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვა, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
