ფილარმონიიდან ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი ამაღამ გადაიკეტება

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან – იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

შეგახსენებთ:

27 იანვარს, 09:00 საათიდან, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა 5 თვის განმავლობაში ცალმხრივად შეიზღუდება.

17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ასევე შეზღუდულია.