ახალი ამბები

დავით ერაძის სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

25 იანვარი, 2019 • 2172
დავით ერაძის სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 25 იანვარს ესროლეს. როგორც რუსთავი2 წერს, სროლის შედეგად დაზიანებულია სახლის კარი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმეს ეხებოდა. “სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს,”-აცხადებენ რუსთავი 2-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი