“უკრაინაში რუსი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტების მიერ ჩამოგდებულ იქნა მალაიზიის დროშის ქვეშ მფრინავი თითმფრინავი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაყავდა. თვითმფრინავი მიფრინავდა ჰოლანდიიდან.
გარდაცვლილების შორის არიან ჰოლანდიის 154 მოქალაქე, 27 – ავსტრალიის, 23 – მალაიზიის, 11 – ინდონეზიის, 6 – ბრიტანეთის, 4- გერმანიის, 4- ბელგიის, 3- ფილიპინების, 1- კანადის. დანარჩენების წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
18 ივლისს, 4 საათზე შევიკრიბოთ ნუდერლანდების საელჩოსთან, რათა პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს და ნუგეში მათ ოჯახებს”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. ღონისძიების ორგანიზება ფეისბუკის მეშვეობით მიმდინარეობს.
მსგავსი ტიპის აქცია გუშინ, 17 ივლისს კიევშიც გაიმართა:
