ჯანელიძე: 1 სექტემბრიდან ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა

“საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო შედეგს ამ მოლაპარაკებაში. ევროკავშირს ჯერ არც ერთი თავისი პარტნიორისთვის არ შეუთავაზებია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ბაზრის სრული ლიბერალიზაცია. თურქეთიც კი, რომელიც საბაჟო კავშირის წევრია, მისი სოფლის მეურნოების პროდუქცია იბაგრება საბაჟო გადასახადით. საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ნიორი არის ის ერთადერთი პროდუქცია, რომელიც სატარიფო კვოტაში ექცევა, რაც ნიშნავს, რომ სატარიფო გადასახადის გარეშე წლიურად შესაძლებელია 220 ტონა ნიორის შეტანა, იმის ზევით კი ჩვეულებრივი საბაჟო ტარიფით დაიბეგრება. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციას, ისინი ყველა გათავისულფებულია საბაჟო ტარიფისგან და ეს ამოქმედდება შეთახმების ძალაში შესვლისთანავე. ანუ ხვალინდელი რატიფიცირების შემდეგ წინასწარ შედის ძალაში სავაჭრო ნაწილი ასოცირების შეთანხმების, ეს იქნება პირველ სექტემბერს და, შესაბამისად, საბაჟო გადასახადები მაშინვე გაუქმდება”, – განაცხადა ჯანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე პარლამენტი ხვალ, 18 ივლისს იმსჯელებს. ევროკავშირში   28 პროდუქტის ექსპორტის შემთხვევში მეწარმეებს და ფერმერებს ბაზარზე შესვლის ფასის  “Entry Price” –ის გადახდა მოუწევს. ასევე, პროდუქციამ ევროკავშირში ბაზარზე შესვლისთვის შესაბამისი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის დაცული უნდა იყოს ფიტოსანიტარიული ნორმები.