ამის შესახებ თამარ ივერმა  “იდენტობის” ოფისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, აღნიშნული კონცერტი ყველანაირი ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისადმი მხარდასაჭერად ჩატარდება. 

 

“თამარ ივერს დიდი სურვილი აქვს ამ დღეს საოპერო თუ ხელოვნების სხვა დარგების შემსრულებლები გააერთიანოს და ყველა გარიყული ჯგუფის მიმართ თანადგომა გამოხატოს საქველმოქმედო კონცერტზე, ხოლო შემოსავალი მთლიანად ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებს გადასცეს,”- წერია იმ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თამარ ივერმა და “იდენტობამ” დღეს გაავრცელეს. 

 



თამარ ივერი; ფოტო: ნეტგაზეთი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *