მოსკოვში სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის საკითხზე მრგვალი მაგიდა იმართება

ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმი.

 

მრგვალ მაგიდაზე, რომლის მონაწილეები არიან რუსეთში მოღვაწე რუსი პოლიტოლოგები, ექსპერტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, განიხილავენ თემებს: სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის გამყარება თანამედროვე მსოფლიო კონფლიქტების და გამოწვევების კონტექსტში; სამხრეთ ოსეთის სუვერენული გზების განვითარების უპირატესობა და ნაკლოვანებები; სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თეზისი – პრაქტიკული მიზანი ან წინასაარჩევნო ლოზუნგი; დამოუკიდებლობის იდეოლოგია – ოსი ეთნოსის გადარჩენის საფუძველი; სამხრეთ ოსეთის განვითარების უახლესი პერსპექტივები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ა.შ. 
 
 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.