რუსთავი 2-ის განმარტებითვე, გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოსათვალთვალო კამერა ეროსი კიწმარიშვილის სურვილით იყო დამონტაჟებული, თუმცა კამერა ამჟამად სხვა მხარეს იყურება.
ამის გარდა, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში რამდენიმე დეტალზე საუბრობს:
“მე ვნახე იარაღი, რომელიც მიბჯენით იყო გამოყენებული, როგორც ამბობენ, და მასზე არ იყო სისხლის კვალი და ვიფიქრე, რომ.. სხვაგან ყველგან იყო სისხლის კვალი, და იარაღი მომეჩვენა სუფთა. საკმაოდ ახლოს ვნახე, და ეს იყო ჩემთვის საკმაოდ უცნაური დეტალი. ეროსი იჯდა მძღოლის ადგილას, ჰქონდა გაკეთებული ღვედი, ეცვა კოსტუმი, და ფარები იყო ანთებული.”
