ბადრი ნანეტაშვილი ამბობს, რომ კიწმარიშვილს დღეს, 2 საათზე ელაპარაკა:
“არასამთავრობო აქტიურობაზე მელაპარაკებოდა, ტელევიზიის გახსნაზე ლაპარაკობდა. ეს გეგმები იყო გუშინ. დღეს ველაპარაკე 2 საათზე. ჩვეულებრივი ლაპარაკი გვქონდა მოკითხვით. თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ მომავალ გეგმებზე ლაპარაკობდა: ხვალ რა გაეკეთებინა, ზეგ რა გაეკეთებინა, იმაზე იყო ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს თვითმკვლელობას გამორიცხავს”.
ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა ვერსია, რასაც ის მკვლელობას უკავშირებს, ნანეტაშვილი პასუხობს, რომ მსგავს თემაზე საუბარი არ ჰქონია.
ეროსი კიწმარიშვილის სახლთან, ყიფშიძის #13-ში, ჭავჭავაძის გამზირიდან შემოსასვლელი არის გადაკეტილი, ხოლო ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე მკვდარი იპოვეს.
