რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ფეისბუკისა და ტვიტერის წინააღდეგ

“როსკომნადზორმა” [კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყება რუსეთში] ფეისბუკისა და ტვიტერის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. უწყების თქმით, სოციალურმა ქსელებმა მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ “როგორ აპირებენ რუსი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შენახვას”.

როგორც Meduza მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, კომპანიებმა რუსეთს ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნაზე “ფორმალური პასუხები” გასცეს, რომელშიც კონკრეტული ინფორმაცია და მექანიზმები აღწერილი არ ყოფილა.

გამოცემის თანახმად, “როსკომნადზორი” საქმეს დაიწყებს ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმის მუხლით.