ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს – კომუნიკაციების კომისია ჯეოსელსა და მაგთიზე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში აცხადებენ, რომ მაგთისა და ჯეოსელის მიერ პაკეტების საფასურის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსეობს. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე საკითხის შესაწავლა დაიწყო.

“კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს,”- წერია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაგთი და ჯეოსელი მომხმარებლებს სააბონენტო გადასახადს გადაახდევინებენ. მნიშვნელოვნად იზრდება ჯეოსელის “მეტი S”-ის და მაგთის “მარტივი 25” -ის ღირებულება. ამ უკანასკნელის ღირებულება 25 -ის ნაცვლად 30 ლარი იქნება.