ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

დღეს, 21 იანვარს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტელეკომპანია “პირველის” წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, 33 წლის ტელეწამყვანის გარდაცვალების მიზეზი თრომბია.

ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “რადიო მაესტრო” და “პირველი”.

ნეტგაზეთი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს…