დღეს, 14 ივლისს ქუთაისში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი დავით დვალი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩის. 


“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს:


„ეს არის პოლიტიკური თანამდებობა. ქალაქის პოლიტიკური კურსის წარმართვაში ჩვენ ხელისუფლებას პასუხისმგებლობას ვერ გავუზიარებთ, იმიტომ, რომ ისინი ჩვენი ოპონენტები არიან, ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“ – ამბობს “ნაციონალების” წევრი დავით გოგისვანიძემ.


შესაბამისად, დავით დვალს  ფარული კენჭისყრით მხარი  ოცმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთი ხმა ბათილი იყო.

 

დავით დვალი ქუთაისის 2010 წლის მოწვევის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების სიით მოხვდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღნიშნული ფრაქცია დაიშალა და  დვალი ფრაქცია “ქუთაისის მომავლისთვის” წევრი გახდა. აღნიშნული ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული.

 

დავით დვალი. ფოტო aianews.ge

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *