მძიმე ტექნიკამ ლენტეხში მუშაობა დილიდანვე დაიწყო.

 

“ჩოლურის თემის სოფელ ლევშერიდან რვა საათისთვის შეგვატყობინეს, რომ ცუდი ამინდის გამო დამეწყვრა მოხდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მთის მდინარე ლევშერის ღელე, დააზიანა სავარგულები, სათიბები. მთელი სოფელი იქნა მობილიზებული და საკუთარი ძალებით მოახერხეს გამკლავება,”– ამბობს ამირან ჯამბურიძე, ლენტეხის გამგებელი.

 

“დაუზიანებელი საერთოდ არაფერი დარჩენილა, საქონელი გვაკლია, ყველაფერი დატბორილია, ნაკვეთები წაღებულია,” – ამბობს ამ სოფლის მკვიდრი ჯემალ ბაბლუანი. 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება სტიქიის მიერ ლენტეხისთვის მიყენებული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო. მათი თქმით, ლენტეხში სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე და დეპარტამენტის თანამშრომლები გაემგზავრნენ.   

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას კოორდინაციას ადგილზე გაუწევენ. მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *