ნიკა მელია: იმაზე მეტი დარღვევა იყო, ვიდრე პირველ ტურში

ნიკა მელიას თქმით, დღის განამვლობაში უამრავი ზეწოლა ხორციელდებოდა არაერთ საარჩევნო უბანზე:


“მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მობილიზებულები და თითოეულის ხმა დავიცვათ. დღეს თბილისში კიდევ უფრო დაბალი გამოცხადება იყო, ვიდრე პირველ ტურში, ეს ცალსახად მიუთითებს ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმულ არამწყობრ ნაბიჯებზე უკანასკნელი 1 წლის და 8 თვის მანძილზე, რამაც ნიჰილიზმში ჩააგდო ჩვენი მოსახლეობა. შედეგები როგორია, უახლოეს საათებში ჩვენ გვეცოდინება. ჩვენს წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოვუწოდებ. დღეს ისეთი დარღვევები იყო, რაც პირველ ტურში არ ყოფილა.”