აფეთქება დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში – არიან დაღუპულები

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი, არიან დაშავებულები.

საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის  [21:20] სრულად ევაკუირებულია.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ადგილიდან შემოგთავაზებთ.