ახალი ამბები

საქართველო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმაში

16 იანვარი, 2019 • 1595
საქართველო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმაში

ევროკომისია მსოფლიო ბანკთან ერთად საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეისწავლის და გამოავლენს პრიორიტეტულ პროექტებს აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვასა და სომხეთში.

საუბარია დაახლოებით 100 პროექტზე, რომლებიც 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. ევროკავშირის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 4 800 კილომეტრის გზის, 6 პორტისა და 11 ლოჯისტიკური ცენტრის აშენება იგეგმება.

2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს  აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში 2030 წლისთვის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.

რაც შეეხება საქართველოს, პროექტი ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრის, ანაკლიის პორტამდე გზისა და რკინიგზის, გრიგოლეთ-ქობულეთის  გზის მშენებლობას გულისხმობს. საინვესტიციო გეგმის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში წითელ ხიდზე და ჩუმათელი – არგვეთზე მეგისტრალის მშენებლობა იგეგმება. პროექტით განსაზღვრულია სადახლოში ხიდის მშენებლობაც.

საინვესტიციო გეგმის მიხედვით, საქართველოში დაგეგმილია 18 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი