ფაშინიანის არაფორმალური ვიზიტი ბოლნისში

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და მამუკა ბახტაძემ 15 იანვარს ბოლნისში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ბოლნისში შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატებმა გაავრცელეს.

ნიკოლ ფაშინიანისა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა ბოლნისში

საქართველოს და სომხეთის მთავრობების ცნობით, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.

“მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს”.

გარდა ამისა,  ფაშინიანმა და ბახტაძემ ბოლნისის სომხურენოვანი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

რა იყო ფაშინიანის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოსვლის მიზანი, ამის შესახებ ინფორმაცია არც სომხურ და არც ქართულ მხარეს არ გაუვრცელებია.