კვერცხის შემდეგ ინსტაგრამზე რეკორდის დამყარებას ხინკალი ცდილობს

ინსტაგრამზე კვერცხის პოპულარობაზე მომუშავე ანონიმურ ჯგუფს მიმდევრები საქართველოშიც გამოუჩნდნენ, თუმცა ისინი რეკორდის დამყარებას ხინკლის სურათით ცდილობენ.

ამ დროისთვის ფოტოს 17 ათსზე მეტი მოწონება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხინკალი კვერცხს ბევრად ჩამორჩება, რომელიც 24-მა მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა.

“ნეტგაზეთს” დაუკავშირდა Facebook-მომხმარებელი გეგა კოპალეიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ხინკლის ინსტაგრამის გვერდი მას ეკუთვნის და მიზანს არა მსოფლიო, არამედ საქართველოს რეკორდის დამყარება წარმოადგენდა.

ამიერიდან ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული პოსტი სწორედ კვერცია. კვერცხის ფოტო 24 მილიონამდე მომხმარებელმა მოიწონა, რითიც მან კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა, რომლის შვილთან ერთად გადაღებული ფოტოსაც 18 მლიონამდე მოწონება აქვს.

უცნობია, ვინ გამოაქვეყნა კვერცხის ფოტო, თუმცა მიზანი მსოფლიო რეკორდის დამყარება იყო, რაც უკვე შესრულებულია.