H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მოხდა.
მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალებაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილს H1N1 ვირუსის გარდა ინფექციური დაავადება წითელა ჰქონდა.
2018-19 წლის გრიპის სეზონზე H1N1 ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე ავადობის 253 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ეპიდემიის მაჩვენებლის (450-500) დაახლოებით ნახევარია.