რატომ განხორციელდა ევაკუაცია თბილისი მოლში

თბილისი მოლის პარკინგზე მსუბუქი ავტომობილის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ადგილზე ორი სახანძრო ეკიპაჟი მივიდა.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

ხანძრის გამო შენობაში მომხარებლების ევაკუაცია განხორციელა.