“ცხადია, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს, ამიტომ ის შედეგები უნდა გავაანალიზოთ, რომელიც გველოდება, რომ არ იყოს ნეგატიური სიურპრიზები. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ყველაფერი იყოს ღია და სამართლიანი. სწორედ ამიტომ უნდა გაგრძელდეს ეს კონსულტაციები. რაც შეეხება ზომებს ჩვენი ბაზრის დასაცავად, ვერ ვიტყვი რას სახის იქნება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ საუბარი იქნება შეზღუდვებზე, კონკრეტულად ეს უნდა თქვან ექსპერტებმა, და კარგია, რომ კონსულტაციები დაიწყო,”- განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში.  

 

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის,ზურაბ აბაშიძის თქმით, “რაიმე დრამატული, განსაკუთრებული ცვლილებები სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის,”


“მაგრამ რუსეთის მხარე ცდილობს გაარკვიოს ზოგადად ეს ახალი რეალობა, ანუ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ხომ არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს რუსეთის ეკონომიკისა და ბაზარს. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ ვერანაირი წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ, და თუკი იქნება საჭირო ინფორმაციის გაცვლა, რაღაც დამატებითი ურთიერთობა ამ თვალსაზრისით, ამისთვის მზად ვართ,”- ამბობს აბაშიძე ჟურნალისტებთან საუბარში. 

 

შეხვედრაზე ასევე ერთ-ერთი განსახილველი თემა მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა იყო. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *