ახალი ამბები

პროკურატურა “თიბისი ბანკიდან” გამოძიების ფარგლებში დოკუმენტაციის ამოღებას ადასტურებს

8 იანვარი, 2019 • 2447
პროკურატურა “თიბისი ბანკიდან” გამოძიების ფარგლებში დოკუმენტაციის ამოღებას ადასტურებს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ უწყების საგამოძიებო ნაწილში “თიბისი ბანკის” საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უწყებას ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დეტალებს გამოძიების შესახებ, უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“ – აცხადებს პროკურატურა.

“თიბისი ბანკში” აცხადებენ, რომ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გაავრცელებენ და ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი