“მე ჩამოვედი გენერალური მდივნის დავალებით, რათა ვიმუშაო ქართულ მხარესთან ახალ პაკეტზე, განვიხილეთ დეტალები საგარეო საქმეთა მინისტრთან და ახლა განვიხილავთ მთავრობის დანარჩენ წევრებთან. მე მჯერა, რომ ჩვენ ვიხილავთ ნატოს სამიტის შემდეგ ისეთ გადწყვეტილებებს, რომლის შედეგიც იქნება უფრო მეტი ნატოს ჩართულობა საქართველოში და უფრო მეტი საქართველოს წარმომადგენლობა ნატოს დისკუსიებსა და პროგრამებში. ეს საქართველოს კიდევ უფრო წაწევს წინ ალიანსისკენ.  კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ნამდვილი იქნება პროგრესი სამიტამდე”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მაია ფანჯიკიძის თქმით, ახალი პაკეტი გაანალიზების შემდეგ უელსის სამიტზე გაცხადდება:

 

“რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის, იგი ჩაიტანს ჩვენს ნალაპარაკევს ბრიუსელში, შემდეგ ამას გაუზიარებენ 28 წევრ ქვეყანას და, შესაბამისად, შეთანხმდებიან იმ პაკეტზე და იმ ასახვაზე ამ პაკეტის, რომელიც შემდეგ გაცხადდება უელსის სამიტზე. ეს პაკეტი არის ღია, მასში არის ძალიან ბევრი ელემენტი და მოკლედ ამ პაკეტის აღწერა შეიძლება ასე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი ნატოში, ხოლო ნატო ძალიან მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი საქართველოში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯეიმს აპატურაი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *