“პატიებას ვითხოვთ შედეგის გამო. მადლობას ვუხდით ქომაგებს მათი მხარდაჭერისთვის. მე ვარ პასუხისმგებელი კატასტროფული შედეგის გამო. მე შევარჩიე შემადგენლობა, ტაქტიკა… რაც დღეს მოხდა, საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც ჩვენ მანამდე ვთამაშობდით. ჩვენ დავკარგეთ კონტროლი, ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ხდება ხოლმე”, – განაცხადა სკოლარიმ.
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიამ 7-1 დაამარცხა მასპინძელი ბრაზილია და ფინალში გავიდა. ბრაზილია მესამე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
