2018-ში ექსპორტზე გატანილი ღვინის რაოდენობით 30 წლის რეკორდი მოიხსნა – სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტზე გავიდა 86.2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თითქმის ბოლო 30 წლის  რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13%-ს მიაღწია.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია:

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

ევროპის მიმართულებით:

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:

ქვეყნების ათეული, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო გაიყიდა, ასე გამოიყურება:

2018 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინო ექსპორტზე 284-მა კომპანიამ გაიტანა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 34-ით გაიზარდა.

ამასთან, როგორც ღვინის სააგენტო აცხადებს, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 20 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  40.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდა 3%-ს აღწევს.

მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 422 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 47% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 1.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,  2017 წელთან  შედარებით, ზრდამ 44%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს –  2017 წელთან შედარებით, ზრდამ 7%-ს მიაღწია.