ახალი წლის კონცერტი თბილისში 23 საათზე დაიწყება – სცენაზე 60-მდე შემსრულებელი გამოვა

31 დეკემბრის ღამეს, 23:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 საათზე მეტხანს საახალწლო პროგრამით მაყურებლის წინაშე შემდეგი შემსრულებლები წარდგებიან:

საახალწლო ღონისძიების წამყვანები ბუბა გოგორიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ლიზა წიკლაური, ირაკლი გაფრინდაშვილი, სალომე გოგიაშვილი და  ნიკა ნანიტაშვილი იქნებიან.

თბილისში ახალი წლის ღამეს ავტობუსით, მეტროთი და რიყე-ნარიყალას საბაგიროთი გადაადგილება უფასო იქნება.