“სამშვიდობო ინიციატივები” აფხაზებისთვის არც კი წარმოუდგენიათ – ინტერვიუ აფხაზ მაღალჩინოსანთან

დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაზე უარი ჟენევის დისკუსიებზე, აფხაზების საერთაშორისო იზოლაცია, თბილისის მიერ შეთავაზებული “სამშვიდობო ინიციატივები” აფხაზებსა და ოსებს – ამ და სხვა საკითხებზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ნეტგაზეთის კითხვებს წერილობით უპასუხა.


ბატონო ირაკლი, რით იყო განსხვავებული მიმდინარე წელი აფხაზეთის საგარეო პოლიტიკისთვის?

თუ ვისაუბრებთ მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ საგარეო პოლიტიკურ მოვლენებზე, რასაკვირველია, მთავარი მოვლენა სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება იყო.

2018 წლის სექტემბერში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შედგა აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას სირიაში ოფიციალური ვიზიტი, რომლის მიმდინარეობისას ყველაზე მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა და რიგ ორმხრივ შეთანხმებებს მოეწერა ხელი.

სირიის არაბულ რესპუბლიკასთან ყოვლისმომცველი, სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის განვითარება ჩვენი მიზანია.

ტრადიციულად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რუსულ-აფხაზურ ურთიერთობების სამომავლო გამყარებას, რასაც სტრატეგიული ხასიათი აქვს. გარდა ამისა, გაგრძელდება სამუშაო ახალი დიპლომატიური კონტაქტების დასამყარებლად მსოფლიოს ყველა რეგიონში. ვფიქრობ, ამ ძალისხმევასაც დადებითი შედეგები ექნება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსების ბოლო რაუნდზე აფხაზურმა, ასევე, ოსურმა და რუსულმა მხარეებმა რამდენიმე საკითხი გამოყვეს ოფიციალურ პრესრელიზებში, მაგალითად, საქართველოს NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობა და ლუგარის საზოგადოებრივი ლაბორატორია. თუმცა თავად საქართველოში ერთსაც და მეორე საკითხსაც სხვაგვრად აღიქვამენ და მსგავსი განცხადებები რუსულ პროპაგანდადაა მიჩნეული. სავარაუდოდ, საკუთარ პოზიციებს ქართული და აფხაზური [რუსული, ოსური] მხარეები არც შეცვლიან. ასეთ პირობებში, როგორ ფიქრობთ, მსავსი საკითხების დაყენება თქვენ მიერ როდემდე გაგრძელდება? ეს ჩიხია?

მართლაც, აფხაზური მხარის სერიოზულ მღელვარებას იწვევს საქართველოს მუდმივი სამხედრო პოტენციალის ზრდის პროცესი აშშ-თან, NATO-ს აქტიური დახმარებით.

ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რიგი ოფიციალური განცხადებები გააკეთა, სადაც აღინიშნებოდა, რომ საქართველოს მილიტარიზაცია სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

თვალსაჩინო მაგალითისთვის შემიძლია 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მოვიყვანო, როდესაც საქართველომ სამხრეთ ოსეთის მიმართ შეიარაღებული აგრესია განახორციელა და აფხაზეთის მიმართაც ანალოგიურ ქმედებას გეგმავდა. სხვათა შორის, 2008 წელს საქართველოს აგრესიის ფაქტი დოკუმენტურად იყო დაფიქსირებული შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით ევროკავშირის საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის მიერ.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს მიიღოს ევროკავშირის ანგარიშის შედეგები და საერთაშორისო საზოგადოებას სრულიად განსხვავებულ მოვლენათა სურათს უხატავს.

2008 წლის მოვლენები დიდწილად შესაძლებელი გახდა საქართველოს აშშ-თან და NATO-ს სხვა წევრთა აქტიური სამხედრო თანამშრომლობის წყალობით. გადაიარაღებასთან, აღჭურვილობასთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებულ ანალოგიურ პროცესებს თვალს ვადევნებთ და დღესდღეობითაც არ შეიძლება ამან ჩვენი სერიოზული მღელვარება არ გამოიწვიოს.

რაც შეეხება ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას, მისი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და ბევრ კითხვას წარმოშობს, რომელზეც ჯერ ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხები. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აფხაზეთში და რეგიონში აღინიშნება მავნებელი მწერების მნიშვნელოვანი აქტივიზაცია, ასევე – სხვადასხვა ვირუსის, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის კულტურებს, ასევე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ეკოლოგიას.

აფხაზეთში ეკოლოგიურ ცვლილებებს ბევრი უკავშირებს უკანასკნელ წლებში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას. ვიმეორებ, საპირისპიროში დასარწმუნებლად არანარი მტკიცებულება არ მიგვიღია. საქართველოს ხელისუფლება თავის ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მხოლოდ ზეპირი და არაფრით გამყარებული განცხადებებით შემოიფარგლება.

შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ქართული ხელისუფლება გაცნობიერებულად ირიდებს თავს მისთვის უხერხულ და არამგომგებიან საკითხებს და ამას რაღაც პროპაგანდას უწოდებს. ჩვენთვის ყველა ზემოჩამოთვლილი ასპექტი აბსოლუტურად რეალისტურია და ეროვნულ უსართხოებას საფრთხეს უქმნის.

სამწუხაროდ, როგორც სწორად აღნიშნეთ, დღის წესრიგის ბევრ საკითხში ჩვენ ურთიერთგაგებამდე ვერ მიდივართ. ვშიშობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

აფხაზური მხარე ხშირად აკეთებს განცახდებებს აფხაზების გარე სამყაროსგან იზოლაციის შესახებ. ამ მხრივ როგორია დინამიკა და ბოლო დროს აფხაზების იზოლაციის რა მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ?

დიახ, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისა და ჩვენი რესპუბლიკის უარყოფითი იმიჯის შესაქმნელად.

ფაქტიურად, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის წინააღმდეგ პროპაგანდას აწარმოებს და უქმნის უკიდურესად ნეგატიურ იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გაცნობიერებულად ამახინჯებს ფაქტებს.

აქ შეგვიძლია გავიხსენოთ 2018 წლის სექტემბერს გაეროს განერალურ ასამბელაზე საქართველოს პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლა, სადაც  მან ისაუბრა აფხაზეთში რთულ ჰუმანიტრულ სიტუაციაზე, რომელმაც აფხაზეთის მოსახლების 120 ათასამდე კლება გამოიწვია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, და აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის შესაბამისად, აფხაზეთში მოსახლეობის რიცხვი 245 ათასია.

მით უმეტეს, ჩვენთვის კარგად არიას ცნობილი, რომ თავად საქართველოშიც მოსახლეობის გადინების სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთი მონაცემით, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანით შემცირდა მოსახლეობა, რადგან საქართველოს მოქალაქეები იძულებული გახდნენ სამშობლო უეკთესი ცხოვრების საძიებლად დაეტოვებინათ.

საქართველოს ხელისუფლება მაღალი ტრიბუნებიდან არ იხსენებს საკუთარი ქვეყნის პრობლემებს და ურჩევნია საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთზე მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს.  

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აგძრელებს სერიოზული დაბრკოლებების შექმნას იმ ჩვენი მოქალაქეებითვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სპორტულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში. ჩვენ გვაქვს მრავალირიცხოვანი მაგალითები, როდესაც ქართველი დიპლომატების აქტიურობის წუალობით ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები, ნიჭიერი მუსიკოსები და არტისტები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსს და შეჯიბრს გამოთიშეს.

მეტიც, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, სერიოზული პრობლემები იქმნება ევროპული განათლების წვდომაზე, კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე და მსოფლიოში გადაადგილებაზე.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული კომპლექსური ზომები იწვევს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ მუდმივად პრობლემებს აწყდებიან,

როგორ აისახება საერთაშორისო იზოლაცია აფხაზეთის მოსახლეობაზე, საერთო ჯამში, ახალგაზრდობაზე? რას კარგავს ამით საზოგადოება და სად ხედავთ გამოსავალს?

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი შეზღუდვა თავისი არსით არის დაბრკოლება სრულფასოვანი განვითარებისთვის. რასაკვირველია და უკიდურესად ნეგატიურად აისახება ჩვენს მოსახლეობაზე.

ვიმეორებ, ახალგაზრდები ბევრ შემთხვევაში მოკლებული არიან სხვა ქვეყნებში საკუთარი პოტენციალის რეალიზების  შესაძლებლობას, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება და კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები საერთაშორისო დონეზე. მსგავსი პირობები ვერ იქნება პოზიტიური სტიმული განვითრებისა და სრულყოფისათვის.

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს იზოლაციის პოლიტიკისა და აფხაზეთის მიმართ დაწესებული შეზღუდვების პოლიტიკის უპერსპექტივობა.  თუკი მსოფლიო გამოციდლებას შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს არცერთ რეგიონში, სადაც გამოყენებული იყო სანქციები, მოსალოდნელი შედეგი ვერ მოიტანა. ასეთი პოლიტიკა მხოლოდ დიდ ანტაგონიზმს და მიუღებლობას იწვევს.

იმავე ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარე მუდმივად აყენებს, მაგალითად, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვისა და აფხაზეთიდან დევნილების დაბრუნების საკითხს. როგორი პოზიცია აქვს ამ საკითხებზე სოხუმს?

ეს მორიგი მითებია, რომელსაც ქართული მხარე ავრცელებს. ჩვენ არ გვაქვს გალში განათლების მიღებასთან დაკავშრებული პრობლემები. რაც შეეხება უშუალოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლას, ეს პროცესი გრძელდება. ცვლილებები იმაში მდგომარეობს, რომ დამატებით იყო დანერგილი სწავლება აფხაზურ და რუსულ ენებზე. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მაქისმალურად ინტეგრირდეს გალის მოსახლოება ჩვენი რესპუბლიკის სოციალურ სივრეში და მომავალი თაობა აფხაზეთში სრულყოფილი ცხოვრებითა და განვითრებით უზრუნველვყოთ.

თავის მხრივ, საქართველო ხელისუფლება ცდილობს რეალობა დამალოს და მაქსიმალურად პოლიტიკური ელფერი მისცეს ამ ჰუმანიტარულ საკითხს.

ასევე მსურს განვმარტო ჩვენი პოზიცია დევნილენის თემაზე. როგორც იცით, აფხაზური მხარე არ განიხილავს დევნიელბის თემას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართლი მხარე  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს, ეუთოს წევრობით სარგებლობს და მათი ტრიბუნებიდან ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევას დევნილების თემაზე ცალმხრივ და მიკერძოებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რის ნიადაგზეც იღებენ ანგაჟირებული ხასიათის სხვადასხვა დოკუმენტსა და რეზოლუციას.

ამასთან, აფხაზური მხარე მთლიანად მოკლებულია შესაძლებლობას გაახმოვანოს საკუთარი ხედვა აღნიშული საკითხის გადასაჭრელად. საბოლოო ჯამში, იქმნება სიტუაცია, სადაც საერთაშორისო სტრუქტურების მაღალჩნოსნები ვერ იღებენ ორივე მხარის ინფორმაციას.

ჩვენი აზრით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი არსებობს: ან აფხაზეთის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემენ, საკუთარი მოსაზრებები გაახმოვანონ დევნილების პრობლემაზე იმავე საერთაშორისო მოედნებზე, სადაც საქართველოს წარმომადგენელები გამოდიან, ან ეს პრობლემა მხოლოდ ჟენევის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ინფორმაციის ცალმხრიივი მიწოდების პრაქტიკა დაუშვებელია და არანაირ დადებით შედეგს არ მოიტანს.

ამგვარად, აფხაზური მხარე ღიაა დიალოგისთვის დევნილებზე სალაპარაკოდ.  

თბილისმა წარმოადგინა “სამშვიდობო ინიციატივები” აფხაზებისა და ოსებისთვის. შეძლებს თუ არა ქართული მხარე ამ ინიციატიების განხორციელებას და როგორ შეუძლია აფხაზურ მხარეს ხელი შეუშალოს მას, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას აფხაზეთში ინტერესი გაუჩნდა. პრინციპში, საქართველოში აფხაზების მკურნალობაც, რომელიც წლებია გრძელდება, მსგავსი სამშვიდობო ინიციატივაა. ამის შესახებ რას ფიქრობთ?

იქიდან დავიწყოთ, რომ აფხაზური მხარე საკუთარი მოსახლეობას უფლებების რეალიზაციას არ უზღუდავს. თუ ვინმეს აფხაზეთის გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღების სურვილი აქვს, ეს მისი პერსონალური არჩევანია.

თუკი ვისაუბრებთ ქართული მხარის ე.წ. სამშვიდობო ინიციატივებზე, “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის”, ჩვენი აზრით უფრო პოპულისიტურია და  გათვლილია ევროპელ აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ ეს ინიციატივები ქართულმა მხარემ წარუდგინა ევროპელ დიპლომატებს და არა აფხაზებსა და ოსებს. მეტიც, ეს ინიციატივები ჟენევის დისკუსიების ფარგლებშიც არ ყოფილა წარმოდგენილი.

თუკი ზოგადად შევაფასებთ ამ დოკუმენტს, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მასში არ არის რაიმე ნოვატორული და ის არ წარმოადგენს აფხაზებისა და ოსების ინტერესებს. ამ ინიციატივების მთელი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთი და მისი მოქალაქები საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში აღმოჩნდნენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითრების გზით მიდივართ და არ ვგეგმავთ სხვა სახელმწიფოს პროექტების ნაწილი გავხდეთ.