ისრაელის ქნესეთმა კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტი დაუშვა

ისრაელის ქნესეთმა (პარლამენტმა) 25 დეკემბერს საბოლოო თანხმობა მისცა კანონპროექტს, რომელიც დასაშვებს ხდის ქვეყნიდან კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტზე გატანას.

პარლამენტარებმა სამშაბათ საღამოს მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელსაც ძალაში შესასვლევად ჯერ კვლავ სჭირდება მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანხმობა.

ისრაელში მომუშავე კომპანიები მსოფლიოში სამედიცინო კანაფის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ კანონით დაშვებული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები ბიუჯეტისთვის 1 მილიარდ შეკელის (265 მილიონი აშშ დოლარის) მოგებას მოიტანენ.

კანონპროექტი მძიმე რეგულაციებს აწესებს ექსპორტიორებისთვის და ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრება კანონდამრღვევებს, — იუწყება “როიტერსი”.

მსგავსი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტშიც შევიდა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნოემბრის დასაწყისში პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდნენ. წაიკითხეთ დამატებით:

კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?