როგორც საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, პროკურატურა აღკვეთის სახით გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

 

მათივე ინფორმაციით, პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის, რადგან პროკურატურის განცხადება კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

 

გიგი უგულავა სასამართლოში/ფოტო: კატო კოპალეიშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *