ძაბვის ვარდნის გამო მეტროს მუშაობა შეფერხდა

“ძაბვის ვარდნის გამო საბურთალოს ხაზი გაჩერდა და ახმეტელი–დიდუბის მონაკვეთზე იყო შეფერხება. საბურთალოს ხაზი უკვე აღდგენილია. წესით, უკვე აღდგენილი უნდა იყოს დიდუბე–ახმეტელიც. შეფერხება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა”, – განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა თამაზ რობაქიძემ.