სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 13–დან 30 ივნისის პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” 243 022 ლარის შეწირულობა მიიღო. წყალბურთელთა წვლილი შეწირულობაში შემდეგია:
საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა – 10 000 ლარი.
წყალბურთის კლუბ “თბილისის” მთავარი მწვრთნელი, წყალბურთელი გალაქტიონ ლაითაძე – 20 000 ლარი
საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი დაჩი გელაძე – 5 000 ლარი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გიორგი ხვედელიანი – 10 000 ლარი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი კონსტანტინე გეგელაშვილი – 10 000 ლარი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ქავთარაძე – 5 000 ლარი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ზურაბ რურუა – 10 000 ლარი
გარდა ამისა, მსხვილ შემწირველთა შორისაა “დინამოს” დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი, რომელმაც “ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შეწირა.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის წასახალისებლად 2 313 020 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან 170 000 ლარი მიიღეს წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის.
