ზემოთ აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შეწირულობების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, “ნაციონალურ მოძრაობას” ამ პერიოდში თანხა 5–ჯერ შეწირეს, 4 შემთხვევაში შემომწირველი კახა ბენდუქიძეა, ხოლო მეხუთე შემწირველია ლაშა ჩიხრაძე, რომელმაც პარტიას 1800 ლარი გადაურიცხა.
ჯამში, 13 ივნისიდან 30 ივნისამდე ნაცმოძრაობამ შეწირულობის სახით 24020 ლარი მიიღო.
