“არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება მას შემდეგ, რაც დასრულდება სასამართლო პროცესები. დღეს კიდევ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, შესაძლებელია ხვალაც იყოს. ამდენად, ჯერჯერობით ვერ ვამბობ, როდის დაინიშნება,”– ამბობს ჟვანია. 

 

მისივე თქმით, დღეს დაიმსხვრევა ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებული მითი:

 

“დღეს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და აბსოლუტურად დაიმსხვრევა ის მითი, რაზეც ბევრი აპელირებს და საოცარ რიცხვებს ასახელებს. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ის დაჯამებული რიცხვები, რომლებიც მედიით ცხადდება, არის რაღაც მიზანმიმართული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისკენ. მინდა ვიფიქრო, რომ ეს არაკომპეტენტურობის შედეგია, როცა არალოგიკურად ჯამდება რაღაც რიცხვები. დღეს ყველას გაეცემა პასუხი, რა სტატისტიკა არსებობს ბათილი ბიულეტენების და კონკრეტული სახის არჩევნებში ის არანაირად აღემატება 67 ათასს და არ წარმოადგენს დაჯამებულ 200 ათასამდე ბიულეტენს. ალბათ არცოდნის შედეგია, როდესაც სხვადასხვა სახის არჩევნების ბათილ ბიულეტენებს აჯამებენ და ამ რიცხვს აცხადებენ.”

 

 

ჟვანია ასევე განმარტავს, რომ მანდატების გაცემა მას შემდეგ მოხდება, როცა შემაჯამებელი შედეგები გახდება ცნობილი:

 

“კანონმდებლობის თანახმად, როდესაც ცნობილი იქნება შემაჯამებელი შედეგები, ხუთი დღის ვადაში გაიცემა მანდატები და თერთმეტი დღის ვადაში დაიწყება გამგებლების და მერების უფლებამოსილება. ამავდროულად, არაუგვიანეს ოცდაათი დღისა  ცესკო საქართთველოს მთელ ტერიტორიაზე მოიწვევს საკრებულოს პირველ სხდოემბს.”

 

თამარ ჟვანია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *