არასამთავრობოებმა ზურაბიშვილს “ცესკოს” თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი წარუდგინეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი დაასახელა. შეხვედრა დღეს, 20 დეკემბერს შედგა.

სხვებთან ერთად, კანდიდატებს შორისაა კომისიის მოქმედი თავმჯდომარეც. ჩამონათვალი ასეთია:

კონსულტაციის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებთან ისაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა კანდიდატების წერილობითი შეთავაზებები და მათი მონაცემები 21 დეკემბრის 12 საათამდე უნდა მიიღოს.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტმა ხვალვე უნდა შეარჩიოს წარმოდგენილთაგან სამი კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობისათვის და “ცესკოს” გაუგზავნოს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია” თავმჯდომარეს 5 წლის ვადით კენჭისყრის შედეგად აირჩევს.