“არ შეიძლება ერთი ხელით ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერო ხელი, ხოლო მეორე ხელით დემოკრატიას ახრჩობდე”, –  უთხრა ნეტგაზეთს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა.


მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი არიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია. ტერიტორიაზე გიგი უგულავას გამოჩენას, რომელსაც დღეს, 30 ივნისს ახალი ბრალი წაუყენეს, დემონსტრანტები ტაშით შეხვდნენ. გოკა გაბაშვილის თქმით, მთავრობის ადმაინისტრაციაში იმყოფება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან მართავს შეხვედრას. გაბაშვილის მოწოდების შემდეგ მომიტინგები ბილდტსაც ტაშით შეეგებნენ.


მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომელთაც კორდონი აქვთ შეკრული. მათ დემონსტრანტებს შესასვლელთან დიდი პლაკატის განთავსების საშუალება არ მისცეს, რამაც მცირე შეხლა-შემოხლა გამოიწვია.


ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – 30.06.14

ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – 30.06.14

ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – 30.06.14

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *