როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, 14 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 13956 ამომრჩევლიდან 20:00 საათის მონაცემებით ხმა მისცა 51112-მა.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ხონის #22 უბანზე(76.69%), ასევე, ტყიბულის #2 უბანზე(47.50%) და ზუგდიდის #32 უბანზე (46.14%).
”საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე იქნა აღმოფხვრილი. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით ამომრჩევლებს”, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, თოთხმეტივე საარჩევნო უბნიდან მიღებული ოქმი აიტვირთება ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge
