ორგანიზაციის იურისტის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა ქობულეთის #34 უბანზე, სადაც არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა:

 

“უბანზე იმყოფებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, რომელიც საოლქო კომისიაში იყო აკრედიტებული და არ ჰქონდა აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება. საუბნო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის შემდეგაც არაუფლებამოსილმა პირმა საარჩევნო უბანი დატოვა”

 

ISFED–ი არჩევნებს თოთხმეტივე საარჩევნო უბანზე აკვირდება. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი ტიპის საარჩევნო დარღვევის შემთხვევაში მიაწოდონ ინფორმაცია უფასო sms-ის მეშვეობით ნომერზე 90039.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *