ტრამპი ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავს.

ტრამპის მიერ ზურაბიშვილისთვის 14 დეკემბერს მიწერილ წერილში, რომელიც 19 დეკემბერს გაავრცელა ზურაბიშვილი პრესსამსახურმა, წერია:

“გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, საქართველოს კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას დასავლეთთან. მოუთმენლად ველი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა საკითხში ურთიერთობის გაგრძელებას, მათ შორის ძლიერ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ მადლიერნი ვრჩებით  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს წვლილისა და ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლის”.