კონცერტი ევროპის მოედანზე, რომელიც 9 საათზე დაიწყო და რომელშიც სუხიშვილებისა და შვიდკაცას ანსამბლი, ანიტა რაჭველიშვილი, ლადო ათანელი, ნინო სურგულაძე, პაატა ბურჭულაძე, ნიკა რაჭველი მონაწილეობდნენ, ნინო სურგულაძის გამოსვლით დაიწყო. 

შემსრულებლებმა თითო გამოსვლით საოპერო არიები და ქართული ხალხური ცეკვის ნომრები შეასრულეს. მათ შემდეგ სცენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დაიკავა. მან აღნიშნა, რომ ასოცირების ხელმოწერით საქართველო ევროპას მიუახლოვდა:

“ჩვენ როგორც არასდროს ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისთვის”. 

ილია მეორის შემდეგ სიტყვით გამოვიდა პრემიერი ღარიბაშვილი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ 27 მაისი ყველას ემახსოვრება და მრავალი წლის მანძილზე იამაყებს. 

“ეს არის დღე და ეს არის გამარჯვება, რომელიც ეკუთვნის ჩვენს წინაპრებს, ვინაიდან ეს არის საქმე, რომლიც ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებულია. ეს არის დასაწყისი ჩვენი დიდი გამარჯვებისა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუსფაშვილმა ისაუბრა ევროპის, როგორც უსაფრთხო და სტაბილური სამეზობლოს შესახებ:

“ევროპა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ევროპა არის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე უსაფრთხო. ევროპა არის ის ადგილი, სადაც ეროვნული თვითმყოფადობა უკეთ არის დაცული ყველაზე მცირე ერებისთვისაც კი. ამიტომ გავაკეთეთ ეს შეგნებული არჩევანი და ვუერთდებით ევროპას.”

დავით უსუფაშვილის თქმით, ევროპის 28 სახელმწიფოდან 13 საქართველოზე პატარაა, ხოლო 9 – საქართველოზე მცირერიცხოვანი, თუმცა მათ გაერთიანებულ ევროპაში შეინარუნეს თვითმყოფადობა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპაში ცხოვრობს 40 მილიონი მართლმადიდებელი და ევროპული კულტურა საქართველოსთვის უცხო არ არის. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისშივე უკრაინასა და მოლდოვას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, მთავრობამ დიდი წვლილი შეიტანა ამ წარმატების მიღწევაში, თუმცა ყველაზე დიდი წვილი, მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს:

“მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პარლამენტს იმისთვის, რომ იშრომა ამ მიღწევისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ იბრძოლა ამ მიღწევისთვის, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც მიღწია ამ ყველაფერს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

პოლიტიკოსების გამოსვლის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს და სცენასთან დამონტაჟებულ ეკრანზე სარეკლამო კლიპი აჩვენს ასოცირების ხელშეკრულების მოწერისა და ევროკავშირის ლიდერების მილოცვების შესახებ. ხოლო ამის შემდეგ ასოცირების შეთანხმება ფოიერვერკებით აღნიშნეს.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო კონცერტი. 27 ივნისი 2014 წელი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო კონცერტი. 27 ივნისი 2014 წელი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო კონცერტი. 27 ივნისი 2014 წელი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო კონცერტი. 27 ივნისი 2014 წელი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *