შსს: აქციის მონაწილეზე თავდასხმის ფაქტსაც ვიძიებთ

შსს სამინისტროს განცხადებით, კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზეც.

მისი თქმით, სიტუაციის განმუხტვის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ ინციდენტების დეტალური შესწავლა დაიწყო.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი და დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

შსს კახეთის ინციდენტზე – ვრცლად:

არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს – შსს კახეთის ინციდენტზე

ქავერის ფოტოზე გამოსახულია კახეთის ინციდენტის დროს დაშავებული შოთა დალაქიშვილი © რუსთავი 2