თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად 48 წლის  მუშა დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, იგი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

რუსთავი2-ის ცნობით, კორპუსი სამშენებლო კომპანია “სვეტს” ეკუთვნის, რომელიც ფინანსურ სკანდალშია გახვეული და ამ ეტაპზე იქ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მუშა კერძო პირის მიერ იყო დაქირავებული და, პირველადი ინფორმაციით, მშენებლობაზე სამუშაო იარაღების ასაღებად მისული, ლიფტის შახტში ჩავარდა.