გერმანიაში ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა [ფოტო]

გერმანული გაზეთის, Soester Anzeiger-ის ინფორმაციით, დასავლეთ გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში DreiMeister-ის ქარხნიდან დიდი ოდენობის თხევადმა შოკოლადმა გაჟონა, რომელიც ქუჩაში გამყარდა.

გაჟონვის მიზეზი ქარხნის ტექნიკური დეფექტია.

შოკოლადიასაგან ქუჩის გაწმენდით სამუშაოებში დაალოებით 25 მეხანძრე მონაწილეობდა.

კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქარხანა მალე ამუშავდება. მათივე განმარტებით, მსგავსი ინციდენტი შობის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე რომ მომხდარიყო, ეს მათთვის კატასტროფა იქნებოდა.

ფოტო: Social Media/Reuters